მე-11 დღე სტიქიიდან - გომელაური სტიქიის ზონაში ჩავიდა
სტიქიიდან მეთერთმეტე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დამეწყრილ ზონაში ჩავიდა. ვახტანგ გომელაური სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახლა სტიქიის ეპიცენტრს ათვალიერებს.
შოვში მომხდარი სტიქიიდან თერთმეტი დღე გავიდა. სტიქიას 24 ემსხვერპლა, 9 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. გაზრდილია სამძებრო-სამაშველო არეალი მდინარე ჭანჭახისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მსგავსი სიახლეები
03.08.26 16:52
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.