"დეზინფექციები უკეთდება ლეშს" - არის თუ არა რაჭაში ინფექციის გავრცელების რისკი?
არის თუ არა რაჭაში, სტიქიის ზონაში ინფექციის გავრცელების რისკი? - სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ინფექციური დაავადების გავრცელების რისკი არ არსებობს.
გაბრიელ ჩიკვაიძის თქმით, სტიქიის ზონაში დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში იპოვეს და მიმდინარეობს დეზინფექციის სამუშაოები.
ჩხიკვაძე ამბობს, რომ მდინარის ხეობის დათვალიერება ყოველდღიურად ხდება.
ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარის და მდინარის ხეობის დათვალიერება, როგორც კი შევნიშნეთ დაცემული ცხოველის ლეში, რაიონის თვითმმართელობამ გამოყო სპეციალური ტექნიკა და შევუდექით უკვე ამ ლეშების ამოღებას. არ არის დიდი რაოდენობით. დეზინფექციები უკეთდება ლეშს, არავითარი საშიშროება ინფექციურ დაავადებასთან არ გვაქვს. პრევენციის მიზნით ვიღებთ ნიმუშებს და ვაგზავნით ლაბორატორიაში კვლევისთვის,“ - ამბობს გაბრიელ ჩიკვაიძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.