რაც ახლა ხდება, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს - ვატო სურგულაძე
"რაც ახლა ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი წევრი ვატო სურგულაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გატარებულ საკადრო წმენდას.
სურგულაძის შეფასებით, სამედიცინო პერსონალს ცენტრი უსამართლოდ მოექცა, როდესაც პანდემიის დროს მიზერულად გაზრდილი ხელფასი, შეუმცირა.
რაც ახლა ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ჭრიან ტესტებში იმათ, ვინც ამ ტესტებს ადრეც აბარებდა და აქვთ დიდი გამოცდილება. რატომ ჭრიან - იმიტომ, რომ მათ გააპროტესტეს ხელფასების შემცირება, რომელიც მოხდა ვითომ კოვიდ ეპიდემიის დამთავრების გამოცხადების შესაბამისად. ის ხელფასები არ უნდა დაეკლოთ, უნდა დაეტოვებინათ, იმიტომ, რომ მართლა უდაბლესი ხელფასი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც 24 სთ მუშაობს და ამავე დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ,“ - ამბობს ვატო სურგულაძე.
სასწრაფოში ექიმების დეფიციტია - სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალ კადრებს ეძებენ. ვაკანსიები ერთი მეორის მიყოლებით ქვეყნდება - სჭირდებათ ექთნები, უმცროსი ექიმები და მძღოლებიც. ამ ინფორმაციას ცენტრიდან გათავისუფლებული მედიკოსები აქვეყნებენ. ადამიანები, ვინც რეპრესების ქვეშ მას შემდეგ მოექცნენ, რაც შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასების მატებას ითხოვდნენ.
სასწრაფოდან ძველი კადრები ჯერ კიდევ თვეების წინ იმ მიზეზით გაუშვეს, რომ თითქოს ისინი გამოცდაში ჩაიჭრნენ. ამ მიდგომას დასჯად აფასებენ მედიკოსები და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.