მიგრაციული პროცესების სახელმწიფო უსაფრთხოების რანგში აყვანა შეიძლება - ხუხაშვილი
მიგრაციული პროცესების სახელმწიფო უსაფრთხოების რანგში აყვანა შეიძლება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილი ემიგრანტთა რიცხვის ზრდას ეხმაურება და განმარტავს, რომ საკმაოდ რთული მოცემულობის წინაშე დგას სახელმწიფო. ხუხაშვილის თქმით, გარდა იმისა, ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, ასევე მზარდია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის და ბიზნესების გახსნის წილიც.
ჩვენ ვიცით წინა წლის სტატისტიკა, რასაც მე აგრეთვე ეჭვქვეშ დავაყენებდი. საუბარია, 87 ათასი. ვფიქრობ, რომ მიგრაციული პროცესი საქართველოდან და დიდ სურათში რომ შევხედოთ, ეს უკვე შეიძლება ითქვას, სახელმწიფო უსაფრთხოების რანგში შეიძლება ამის აყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დემოგრაფიული სურათის გაუარესება რამდენიმე მიმართულებით, ერთია, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოდან მ იგრაციაზე, პარალელურად, ხდება უცხო ქვეყნიდან მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და მათი დამაგრება, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს, რაც ყველაზე წარმოუდგენელია და უპრეცენდენტოა ბოლო წლების განმავლობაშ,უარყოფითი სალდო ახალშობილებსა და გარდაცვლილებს შორის. ჩვენ გვაქვს ტვინების გადინებაც, სამუშაო ძალის სერიოზული გადინება, უცხოელები ანაცვლებენ ამ ყველაფერს, ისინი ხსნიან ბიზნესებს, ძირითადად, რუსები,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.