დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არ გვინახავს - სტიქიის დროს გარდაცვლილი სოფო ბაკურაძის ახლობელი

13.08.23 15:51
დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არ გვინახავს - სტიქიის დროს გარდაცვლილი სოფო ბაკურაძის ახლობელი

"3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხურა ბავშვს, იმის მერე არ გვინახავს არავის," - ასე იხსენებს სოფო ბაკურაძესთან შეხვედრის ბოლო დილას მისი ახლობელი.

სტიქიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი მისმა ახლობლებმა ამოიცნეს. ბაკურაძის ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ გლოლაში დღეს გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. 

სოფო ბაკურაძე 23 წლის, მუშაობდა შოვში. იყო მარტოხელა დედა და ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში, დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არ გვინახავს არავის. ვეძებდით ცხედარს, ამოცნობაზე ვიყავით წასული და ამოვიცანით, რომ ჩვენი სოფო იყო ნამდვილად,“ - ამბობს ბაკურაძის ახლობელი.

მსგავსი სიახლეები