მოლოდინი, რომ საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს, ნამდვილად არ გვაქვს - წითლიძე

13.08.23 16:03
მოლოდინი, რომ საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს, ნამდვილად არ გვაქვს - წითლიძე

„ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის აუცილებლობა საერთოდ არ დადგებოდა, ამას მიხედავდა პროკურატურა და შსს“, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

წითლიძის თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა იმიტომ დგას დღის წესრიგში, რომ სახელმწიფო უწყებები ობიექტურ გამოძიებას არ აწარმოებენ. წითლიძეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

შსს-ს კი აქვს დაწყებული გამოძიება, რამდენად ობიექტური იქნება ეს გამოძიება, მოლოდინი არ გვაქვს. იმიტომ, რომ არაერთი გამოცდილება გვაქვს ხელისუფლების, როგორ ცდილობს საქმეების ჩაფარცხვას, შესაბამისად, მოლოდინი, რომ საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს, ამის ნამდვილად არ გვაქვს,“ - ამბობს წითლიძე.

წითლიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ არსებულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს და ასევე სახელმწიფო ცდილობს, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად სივრცე არ დატოვოს. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება, მისი თქმით, „ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ჩვენ ხელისუფლებას იმაში კი არ ვადანაშაულებთ, რომ მანდ სტიქია მოხდა, ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ კითხვებზე პასუხს და პასუხებს იმსახურებენ დაღუპულების ოჯახის წევრები. პირველ რიგში, რამდენად შესაძლებელი იყო პრენეციული სამუშაოები, რამდენად შესაძლებელი იყო ე.წ. გამაფრთხილებელი სისტემის არსებობის შესაძლებლობა იმ ადგილას და რამდენად შესაძლებელი იყო, რომ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყოფილიყო შესაძლებელი ამ პრობლემის იდენტიფიცირება, რაც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ ორგანიზებულად გამკლავებოდნენ სტიქისა. რამდენად იყო დაგვიანებული შემდეგ უკვე სახელმწიფო ქმედებები,“ - ამბობს ანა წითლიძე.

მსგავსი სიახლეები