იკვეთება კოლექტიური „ბახილებიანი“ მენტალიტეტი - გეგელია
„ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა და ამაზე უნდა დადგეს კონკრეტული პირების ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „დღის ამბებში“ გააკეთა.
გეგელიას თქმით, შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
იკვეთება კოლექტიური „ბახილებიანი“ მენტალიტეტი - კრიზისის კომუნიკაცია არის ნულზე. მთელი სისტემა მორღვეულია - ინფორმაციულად მორღვეულია, კომუნიკაციის სტრატეგია მორღვეულია.
ჩვენ ვნახეთ უტიფრობა, ვნახეთ, პოლიციელი, რომელიც ხმის ტონის დაწევისკენ მოუწოდებდა ერთ-ერთი დაზარალებულის ძმას. ის, რომ მას ეს ეპატია, ეს არის ფუნდამენტრური ტრაგედია. მე, რომ ვყოფილიყავი მტავრობა, ეს კაცი დაისჯებოდა ასე საუბრისთვის, არ შეიძლება კრიზისის დროს მოქალაქეს საქმე ურჩიო," - ამბობს გეგელია.
გრიგოლ გეგელიას თქმით, მაშველების შრომას სახელმწიფო არ აფასებს და მათ მინიმალური ანაზღაურება აქვთ.
მაშველები არიან უნიკალურად მაგარი ხალხი, მაგ მაშველებს აქვს ხოლმე 800-1000 ლარი. მაშველს უწევს, რომ იმუშაოს 800 თუ 900 ლარად და კიდევ დაღლილი ამისგან, ნაცვლად იმისა, რომ ჯანღონეს იკრებდეს, ვარჯიშობდეს, უწევს, რომ ღამე მართოს ტაქსი, იმიტომ, რომ ეს გაბღენძილი სახწელმწიფო ავტოპარკებს ყიდულობს თავისტვის, რომ ბოლო ჰამერებსა და ჯიპებში იხსდნენ, იმიტომ, რომ ბანკეტები არ მოიკლონ ვიღაცებმა, იმიტომ, რომ თეთრი ბოტასები ყველაზე ბოლო ჰქონდეს და თან ბახილებით, რომ ტალახი არ მოხვდეს, ამაში თუ ცხოვრება უნდა ვინმეს, იცის, რა უნდა შემოხაზონ, ვისაც არ გვინდა,მოდით, ვიბრძოლოთ, შევცვალოთ არა მხოლოდ მთავრობა, უნდა შევცვალოთ არის მართვის ლოგიკა. მართვის ლოგიკა არის სწორედ პრობლემა, მ,ართვის ლოგიკის პრობლემაა, რომ შეიძლება უტიფრად გელაპარაკებოდნენ.
ყველაზე მაგარი რაღაც, რაც ჰგონიათ, რომ გააკეთეს არის ის, რომ ეზიარნენ რაჭაში - ასე პოპულისტურად, მავნებლურად. თავის თავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ PR-ულად, როცა ბავშვები არიან ჩამარხული იქ,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.