"ოცნებისთვის" ადამიანს შინაარსი არ აქვს, მათთვის შინაარსია ფულის კეთება - ვაშაძე
„როგორც კი ჩვენ ამ მავნებლებს ჩამოვაშორებთ მმართველობას, გამოძიებაც იქნება, ყველა პასუხისმგებაში უნდა მიეცეს,“ - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დღის ამბებში“ გააკეთა.
ვაშაძის თქმით, უამრავი კითხვა არსებობს და საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს. მისი თქმით, მნიშვენელოვანია, ასევე პრემიერისგან მოისმინონ მოქალაქეებმა, სად იყო სტიქიის პირველ ღამეს.
ამ გამოძიებას აქვს ორი კონკრეტული ასპექტი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხიგებაში უნდა მიეცეს, ამდენი ოჯახი განადგურდა, ერთი ადმაიანიც კი არ დარჩა კონკრეტული ოჯახიდან, მთელი ოჯახი შეეწირა ამ არაკეთილსინდისიერებას.
მეორე, ხვალ და ზეგ ეს ხომ გაკვეთილი უნდა იყოს. ვერის ტრაგდია გაკვეთილი არ იყო, სხვა უამრავი შემტხვევა არ იყო გაკვეთილი, გვპირდებოდნენ, რომ ვერტმფრენები იქნებოდა, გვპირდებოდნენ შეტყობინების სისტემას, არა არის გაკეთებული ეს ყველაფერი, ამაზე ხომ უნდა აგონ პასუხი, სად წავიდა ეს ფული, ხალხის სიცოცხლე შეეწირა უკვე ამას, სად გაქრა ეს ფული? გავახილოთ თვალები და დავინახოთ ვისთან გვაქვს საქმე - ტყუილზე ტყუილი და ფულის კეთება მარტო ქვეყანაში. ადამიანის ტვინი, რომლისთვისაც პრიორიტეტია კორუფცია, ფულის კეთება და ქვეყნის ძარცვა, ის არასდროს საქმეზე არ მუშაობს... ქართული ოცნება არის საბჭოთა მენტალობის ბოლო ნარჩენები ამ ქვეყანაში, რომელთათვისაც სამშობლოს, ადამიანს შინაარსი არ აქვს, მათთვის შინაარსია ფულის კეთება.
შოვის ტრაგედია იმის მაჩვენებელია, რა უბედურებაში ვცხოვრობთ. ამის მაჩვენებელია - სისტემა აღარ არსებობს, ჩალპა, ფული, ფული, ფული, ვერტმფრენებს რატომ ვერ ყიდულობენ, იმიტომ, რომ ფული ვერ გააკეთეს,"- ამბობს გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.