გგონიათ, რომ ამათ ანაკლიის პორტი ანაღვლებთ? ჩინეთიდან ელოდებიან დიდ ატკატებს - ვაშაძე
"გგონიათ, რომ ამათ ანაკლიის პორტი ანაღვლებთ? ჩინეთიდან ელოდებიან დიდ ატკატებს," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძე "დღის ამბებში" ჩინეთ-საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ერთადერთი მიზნით დაინტერესდა ჩინეთთან ურთიერთობით - მხოლოდ და მხოლოდ, მეტი ფულის შოვნაა.
ამიტომ არის მათთვის ჩინეთი პრიორიტეტი - რომ გამოვიდა და რაღაც სიჩუანურ რაღაცებს რომ გვიყვებოდა ღარიბაშვილი. მართლა გგონიათ, რომ ამათ აღელვებთ? 11 წელია, სარკინიგზო ხაზი ვერ გაიყვანეს რიკოტზე, თბილისის შემოვლითი რკინიგზა გაჩერებულია - ფულიც მოზიდული იყო და ახლა თურმე ჩინეთში ჩავიდნენ და იმათთან ერთად რაღაცას გააკეთებენ, არაფერს არ გააკეთებენ, სანამ ფულს არ იშოვიან. ყველაფერში უნდა ფული და მზად არიან სული გაყიდონ. სულგაყიდულები არ არიან, აბა რა არიან, რუსულ ინტერესბს რომ ატარებენ,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.