ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და სიცოცხლისთვის საშიშ ზონად გადაქცეული საცხოვრებელი უბანი - ვითარება ორთაჭალაში

13.08.23 17:21
ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და სიცოცხლისთვის საშიშ ზონად გადაქცეული საცხოვრებელი უბანი - ვითარება ორთაჭალაში

ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და სიცოცხლისთვის საშიშ ზონად გადაქცეული საცხოვრებელი უბანი - ასეთი ვითარებაა ორთაჭალაში. ნიკოლაძის ქუჩის მოსახლეობა თბილისის მერიას შეუსრულებელ დაპირებებში ამხელს.

სანიაღვრე სისტემა, რომელიც წესით უკვე შეკეთებული უნდა იყოს, ამ დრომდე წყობიდან არის გამოსული. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. როგორც გაირკვა, მერიამ ხელშეკრულება 2022 წელს გაუფორმა ფირმას შპს „ირლანს“, რომელმაც ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ჯარიმაც კი გამოუწერეს. 

დააზარალა კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რადგან დროულად ვერ მიიღეს მუნიციპალური სრვისი. მერიის მოვალეობა არის, რომ დროულად მიაწოდოს მოსახლეობას მუნიციპალური სერვისი. ეს იქნება სანიაღვრე სისტემა, საკანალიზაციო სისტემა, გზა თუ ა.შ. გამარტივებული შესყიდვა მაშინ გამოიყენება, როცა რაღაცის გათვლა არის შეუძლებელი და ეს ის შემთხვევა არის, როცა ყველაფრის გათვლა შესაძლებელი იყო. იმიტომ, რომ თავიდანვე იცოდა მერიამ, რომ კომპანია ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,“ - ამბობს ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები