გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რაღაც, რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი - მინისტრი

13.08.23 17:26
გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რაღაც, რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი - მინისტრი

"გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი," - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვახტან გომელაური შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მის პირველ კომენტარში აღიარებს, რომ სახელმწიფოს ღამის ფრენის საშუალებები აქვს, თუმცა შოვის სტიქიის ღამეს შეგნებულად არ გამოიყენეს. 

ვახტანგ გომელაური განმარტავს, რატომ არ გასცეს ბრძანება ღამით სამაშველო ოპერაციის გაგრძელების, მათ შორის, ვერტმფრენებით. გომელაური ამბობს, რომ იმ დროს, როცა მეწყერის ზონაში ადამიანები იყვნენ ჩარჩენილი, ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება ვერ დაინახა. მინისტრის თქმით, არ გარისკეს იმიტომ, რომ შესაძლოა, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო.

რატომ არ დაფრინავდნენ ღამე - ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, მაგრამ არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რღაც, რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი.

(ჩარჩენილი მოქალაქეები) უსაფრთხო ადგილას იყვნენ, არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთებია და შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში. იქაც გარისკეს პილოტებმა ადამიანი ცოცხალი იყო, თუმცა მოხდა უბედურება და იგივე შეიძლება განმეორდეს და როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს, ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკოს“, - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები