საფრანგეთში შეძენილი სამი ვერტმფრენიდან პირველი 2024 წელს ჩამოვა - გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ 3 ახალი ვერტმფრენი შეიძინა და პირველი ვერტმფრენი ქვეყანაში 2024 წლის მარტში შემოვა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენები საფრანგეთისგან შეიძინეს და წელს მათი შემოყვანა, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.
ვერტმფრენები შეძენილია უკვე, 3 ახალი ვერტმფრენი. საფრანგეთში შევიძინეთ და წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი, წელს ვერ მოესწრება სავარაუდოდ და იმ წელს დამთავრდება 3 ვერტმფრენის შემოყვანა" - განაცხადა გომელაურმა.
მსგავსი სიახლეები
03.08.26 16:52
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.