ვახტანგ გომელაური, მინიმუმ, გულგრილობისთვის არის დამნაშავე - ლაშა ფარულავა

13.08.23 18:24
ვახტანგ გომელაური, მინიმუმ, გულგრილობისთვის არის დამნაშავე - ლაშა ფარულავა

„ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა - პირველ რიგში, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური, რომელიც უტიფრად გვესაუბრება დღეს, რომ არ იყო საჭირო ვერტმფრენი,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ გააკეთა.
ფარულავა შს მინისტრის დღევანდელ განცახდებას ეხმაურება, რა დროსაც გომალაურმა აღიარა, რომ სახელმწიფოს ღამის ხედვის საშუალებები აქვს, თუმცა შოვის ტრაგედიის ღამეს სახელმწიფომ არ გამოიყენა.

წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სამოქალაქო უისაფრთხოება - სტიქია დაიწყო 2 საათზე, სამ საათზე მოქალაქეებმა უკვე 112-ში დარეკეს, რომ უბედურება ტრიალებს, ერთი საათის განმავლობაში ადგილზე არავინ გამოჩნენილა  და უკვე 18:18 საათზე ჩვენ ვხედავთ ცაში ვერტმფრენს, რომელიც რაჭისკენ მიდის და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სტიქიის დროს პირველი სამი საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ.
 

ფაზლებად რომ ავაწყოთ ეს მოვლენები - 112-ის ზარიდან 18:18 საათზე უკვე ვერტმფრენი რომ აწია სახელმწიფომ, ეს არის მატერიალური მტკიცებულება იმისა, რომ ვახტანგ გომელაური მინიმუმ გულგრილობისთვის არის დამნაშავე,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.

ფარულავას თქმით, სისტემური ჩავარდნა აჩვენა კიდევ ერთხელ რაჭის ტრაგედიამ. ფარულავას ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურების დაგვიანებული რეაგირების ერთ-ერთი მიზეზი სუს-ის 8 წლის იუბილის აღნიშვნაც გახდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავდა 8 წლის იუბილეს მცხეთაში, "მარანი ჰოლში" და ყველანი იქ იყვნენ შეკრებილები. სწორედ ამიტომ დააგიანა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს კი არა ქართველ ხალხს ემუქრება საფრთხე,“ - ამბობს ფარულავა.