კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი ქვეყანა ვართ, რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ, წამების თემაა - გომალაური
"ეს არის ბუნებრივი შემთხვევა და ყველგან შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი ერი და ქვეყანა," - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ვახტანგ გომელაურმა ადრეული გაფრთხილების სისტემების დაყენებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ლანდშაფტიდან გამომდინარე, წინასწარი შეტყობინებების მოწყობილობების დაყენება პრევენციას ვერ მოახდენდა.
ესე რომ მივყვეთ, რატომ არ იყო დაყენებული მოწყობილობები, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის წამების თემა, რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ, მუშაობენ ახლა. ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდე ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს. ვერ გავექცევით ამას. მსოფლიოშია მასე," - ამბობს გომელაური.