არაადეკვატურობა იკითხება გომელაურის განცხადებაში - საბა ბუაძე

13.08.23 18:49
არაადეკვატურობა იკითხება გომელაურის განცხადებაში - საბა ბუაძე

"არაადეკვატურობა იკითხება მის განცხადებაში და როგორც ჩანს, იმის ბრალია, რომ სტიქიიდან მეთერთმეტე დრეს გამოჩნდა ამ ძალიან ტრაგიკულ ადგილზე ვახტანგ გომელაური,“ - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე "დღის ამბებში" შს მინისტრის სკანდალურ აღიარებას.

საქმე ეხება, სტიქიის ზონაში ვახტანგ გომელაურის პირველ კომენტარს, როდესაც მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფოს ღამის ხედვის საშუალებები აქვს, თუმცა შოვის ტრაგედიის ღამეს სახელწმიფომ არ გამოიყენა. 

საბა ბუაძის შეფასებით, მინისტრის გამოჩენამ ტრაგედიიდან მეთერთმეტე დღეს, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

 რაფერი არ გამიკვირდება, ეს განცხადება რას შეიძლება მივაწეროთ, რთული სათქმელია, თუმცა ის, რომ არის არაადეკვატური ვითარებისთვის, სიტუაციისთვის შეუსაბამო, ეს შემიძლია გითხრათ. რაზეა, საუბარი, როდესაც ხარ თანამდებობის პირი, შს მინისტრი, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენ გექვემდებარება, საზოგადოება შენგან ნორმალურ ვითარებაში ელოდება იმას, რომ შენი სიტყვა დაამშვიდებს, კითხვის ნიშნებს გასცემს პასუხს, ამათ შემთხვევაში მათი გამოჩენა, პირის გაღება არის საზოგადოების დაზაფვრის, დაძაბვის და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის წარმოშობის საფუძველი,“ - ამბობს საბა ბუაძე.