გაწირა თუ არა ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში ჩარჩენილები სასიკვდილოდ? - გომელაურის სკანდალური განცხადება
გაწირა თუ არა ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში ჩარჩენილები სასიკვდილოდ? უმძიმესი პასუხი, რომელმაც ყველაფერი გადაფარა. შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან 11 დღის თავზე ვახტანგ გომელაური, ფაქტრობივად, ამბობს, რომ სტიქიის ღამეს ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, იმ ადამინების სიცოცხლეს, ვინც ღვარცოფში, ლაფსა და შლამში იძირებოდნენ. იმ ბავშვების, ქალების კაცებისა და მოხუცების სიცოცხლეს, ვისაც ტრაგედიიდან მეორე დღეს ოთხი მეტრის სიღრმეში, კოტეჯების ნანგრევებსა და ტალახში ეძებდნენ.
მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა გომელაურმა ერთი გამოჩენით და ერთი სიტყვით ჩამონაგრია. თუ აქამდე „ოცნების“ ხელისუფლება გვიმტიცებდა, რომ ქვეყანას ღამის ავიაცია არ გააჩნია, შინაგან საქმეთა მინისტრიმა დღეს საპირისპირო რამ თქვა. თუმცა გომელაური ამტკიცებდა, რომ სტიქიის ღამით ვერტმფრენების შოვში გაშვების მიზანშეწონილობა ვერ დაინახეს. არადა, საბედისწერო ღამით სასოწარკვეთილი ადამიანები ხელისუფლებას ღვარცოფში მოქცეული ოჯახის წევრების გადარჩენას ევედრებოდნენ.