ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რაჭის ტრაგედიაზე? - „ოცნების“ ხელისუფლება დიდი განსაცდელის წინაშეა

13.08.23 20:21
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რაჭის ტრაგედიაზე? - „ოცნების“ ხელისუფლება დიდი განსაცდელის წინაშეა

 

„ოცნების“ ხელისუფლება დიდი განსაცდელის წინაშეა. შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან 11 დღის თავზე აქამდე უთქმელი ამბები ხდება ცნობილი.

ვინ არის მთავარი პასუხისმგებელი რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე და იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება. ლამის ორი კვირაა, დღე არ გავა ისე, რომ ეს კითხვა არ დაისვას. 

როგორც ირკვევა, რაჭის ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა. ხალხმა დახმარების თხოვნითაც არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს, თუმცა უშედეგოდ. 
რაჭველების გასაჭირი ხელისუფლებამ ყურად არ იღო. მეტიც, დღეს უკვე ბრალდებები სახელების, გვარებისა და თანამდებობების მიხედვით ისმის.