ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი ორთაჭალაში - ადგილობრივები კალაძეს შეუსრულებელ დაპირებებში ამხელენ
ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და სიცოცხლისთვის საშიშ ზონად გადაქცეული საცხოვრებელი უბანი - ეს ყველაფერი ორთაჭალაში ხდება.
ნიკოლძის ქუჩის მოსახლეობა თბილისის მერიას შეუსრულებელ დაპირებებში ამხელს. სანიაღვრე სისტემა, რომელიც წესით, უკვე შეკეთებული უნდა იყოს, ამ დრომდე წყობიდან არის გამოსული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. როგორც გაირკვა, მერიამ კონტრაქტორად შპს „ირალი“ შეარჩია. ფირმამ კი ვალდებულებები არ შეასრულა.
ნიკოლაძის ქუჩაზე ახლა გაუსაძლისი ვითარებაა, ამ ყველაფერში კი კალაძის უწყებამ ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი დახარჯა.