გაქცევა გადარჩენისთვის - მოსახლეობა ემიგრაციაში უპერსპექტივობის გამო გარბის
გაქცევა გადარჩენისთვის - ეს არის ამბავი ჩვენი თანამოქალაქეების შესახებ, ვინც ემიგრაციაში წასვლა უიმედობის, უპერსპექტივობის, უმუშევრობისა და გაჭირვების გამო გადაწყვიტეს.
ემიგრანტების რიცხვი საგანგაშო ნიშნულს აღწევს. მხოლოდ 2022 წელს ქვეყანა 100 ათასზე მეტმა ქართველმა დატოვა.
თუმცა სამშობლოდან გადახიზნულ ადამიანებთან უწყვეტ კავშირზე მყოფი პირები ამბობენ, რომ მდგომარეობა ახლა უფრო საყურადღებოა.
რატომ გარბიან ქვეყნიდან? - უმეტეს შემთხვევაში მიზეზი გაჭირვებაა. ახალგაზრდები სწავლობენ, თუმცა სამსახურს ღირსეული ანაზღაურებით ვერ შოულობენ, რისთვისაც ნასწავლის დავიწყება და ახალი პროფესიების შეთავსება უწევთ - ხდებიან კონსულტანტები, იწყებენ რესტორნებში მუშაობას, მაგრამ მაინც მიზერულ თანხას უხდიან. ამიტომ გამოსავალი ისევ ქვეყნიდან გაქცევაა. შესაძლოა, უცხო ქვეყაანაში სამუშაო უფრო მძიმე იყოს, თუმცა ანაზღაურება ქართულს ჯობია.