საჰაერო განგაში უკრაინაში - ოდესაში აფეთქებებისას 3 ადამიანი დაშავდა
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის ზარი ისმოდა კიევის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.
აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაშიც. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აფეთქებების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.
რაც შეეხება, ზაპოროჟიეს, სადაც ასევე ისმოდა აფეთქებების ხმა, უკრაინული მედიის ცნობით, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.