რიკოთის უღელტეხილთან სახლები ინგრევა - ხალხი შველას ითხოვს
რიკოთის უღელტეხილთან სახლები ინგრევა - ხალხი შველას ითხოვს. სოფელ ფუთის მკვიდრებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის გამო, მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავთ.
თუმცა ბურღის ხმების ნაცვლად, ყოველ ნახევარ საათში ხალხს აფეთქებების ხმები ესმით. ბიძგები კი იმდენად მასშტაბურია, რომ სახლებს კედლები უკვე დაებზარათ, ჭერიდან ბათქაში ცვივა და შენობები დანგრევის პირასაა მისული.