ვინც მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ირაკლი კობახიძე

14.08.23 11:09
ვინც მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ირაკლი კობახიძე

"ვინც, სამწუხაროდ, მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი,“ - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძე შს მინისტრის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ სტიქიის ღამეს უფრო მეტი ტექნიკის გამოყენებით მეტ მოქალაქეს ვერ გადაარჩენდნენ.

ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იქნა მყისიერად, იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენებით, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, ვინც, სამწუხაროდ, მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი,“ - ამბობს კობახიძე.