შეეწირება თუ არა ვახტანგ გომელაურის თანამდებობა შოვის სტიქიას? - კობახიძის პასუხი
შეეწირება თუ არა ვახტანგ გომელაურის თანამდებობა შოვის სტიქიას? - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე შს მინისტრის გადაყენების საკითხს არ განიხილავს.
ირაკლი კობახიძე შოვში ჩატარებული სამაშველო ღონისძიებით კმაყოფილია.
ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ვითარებაში არაერთგზის, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. იცით, რომ შსს იყო სრულად მობილიზებული, რაც არის პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება. უადგილოა ამაზე საუბარი,“ - ამბობს კობახიძე.