ოპოზიციამ სცადა პოლიტიკური ქულების დაწერა, თუმცა უკან შეუბრუნდათ - კობახიძე

14.08.23 11:24
ოპოზიციამ სცადა პოლიტიკური ქულების დაწერა, თუმცა უკან შეუბრუნდათ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა. ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის დროს იერიში მიიტანა ოპონენტებზე და აღნიშნა, რომ შოვის ტრაგედიით ოპოზიცია სპეკულირებს. 

იმისთვის, რომ ყველა დეტალი იქნეს შესწავლილი საგამოძიებო პროცესს წარმართავს პროკურატურა. სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საგამოძიებო კომისია, თუმცა, აქაც ახერხებს ეს პოლიტიკური ძალა სპეკულაციებს. მათ სცადეს პოლიტიკური ქულების დაწერა, თუმცა უკან შეუბრუნდათ. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რაც შოვის თემასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, საზოგადოებისთვის გახდა ნათელი,“ - ამბობს კობახიძე.