გომელაური ვერ გაიზარდა ვერც როგორც მინისტრი, ვერც როგორც ადამიანი - სერგო ჩიხლაძე

14.08.23 11:34
გომელაური ვერ გაიზარდა ვერც როგორც მინისტრი, ვერც როგორც ადამიანი - სერგო ჩიხლაძე

"გომელაური იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია თანამდებობაზეა, ვერ გაიზარდა, ვერ გაიზარდა ვერც როგორც მინისტრი, ვერც როგორც სახელმწიფო მოღვაწე," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.

ჩიხლაძე მინისტრის გუშინ გაკეთებულ სკანდალურ აღიარებას ეხმაურება, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ ქვეყანას ღამის ხედვის საშუალებები აქვს, თუმცა სტიქიის ღამეს არ გამოუყენებიათ.

გომელაური იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია თანამდებობაზეა, ვერ გაიზარდა, ვერ გაიზარდა ვერც როგორც მინისტრი, ვერც როგორც სახელმწიფო მოღვაწე, ვერც როგორც ადამიანი და პიროვნება, ის დარჩა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად, ივანიშვილის ხელის ბიჭად, რომელიც ივანიშვილისა და საკუთარი ოჯახის ინტერესების იქით არ იხედება, არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვენბა, არანაირი ზრუნვა ადამიანებზე,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.