გომელაური სკანდალურ განცხადებას განმარტავს
ვახტანგ გომელაური სკანდალურ განცხადებას განმარტავს. შს მინისტრი ამბობს, რომ გუშინდელი მისი განცხადება არასწორად იყო აღქმული. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ღამე ვერტმფრენის მუშაობის საჭიროება არ იყო.
გომელაურის განმარტებით, ვერტმფრენი დღე იყო რაჭაში უკვე და ამასთან სამძებრო სამუშაოებს დრონებით აწარმოებდნენ მაშველები.
ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, დღე მოხდა მონიტორინგი, ავტომატურად ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ. იქ, რომ დაშავებულიყო ადამიანი და ვერ ამოვიყვანეთ, იმიტომ, რომ ღამე ვერ შეფრინდა ვერტმფრენი, ეგ თემა მოხსნილია. ღამეც რომ ყოფილიყო ადამიანი შუაში და მერე აღმოგვეჩინა ღამის ხედვის დრონებით და ვერ შედიოდნენ მაშველები, შევიდოდნენ სპეცსაშუალებებით. თუ მაშველი ვერ შევიდოდა, შეიძლება გვეთხოვა ვერტმფრენისთვის, რომ იქნებ როგორმე ფრთხილად, ეს ერთი ადამიანი დავკიდოთ და ამოვიყვანოთ,“ - ამბობს გომელაური.
შს მინისტრი ამბობს, რომ დაშავებული ადამიანი მაშველებს სტიქიის ღამეს მეწყრულ ზონაში არ დაუტოვებიათ. გომელაური ამბობს, სტიქიის დღეს როგორც ვერტმფრენით, ასევე დრონებით დაათვალიერეს ტერიტორია და იქ დაშავებული, მეწყერში ჩარჩენილი ადამიანი არ დაუფიქსირებიათ.
რაც შეეხება გუშინდელ ჩემს განცხადება, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე. ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს აეროპორტიდან თბილისის ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის მაღალ სიმაღლეზე, შეუძლია ასევე ვაკე ადგილზე იფრინოს, სადაც არის მთები, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა 6 საათისთვის, დაახლოებით, ვერტმფრენი ჩამოფრინდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, ვინც კუნძულზე მოხვდა - 70 კაცამდე, ეს ხალხი გამოიყვანეს. ამასთან მუშაობდა დრონები თავისი სითბურებით, რომელიც ვერტმფრენით შემოფრენაზე ბევრად უკეთ ხედავს დრონები, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია - მუშაობდა 5 თუ 6 დრონი, დაახლოებით. კითხვას ვსვამ - ვერტმფრენი დაინახავდა, პირობითად, თუნდაც ღამე თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით. ადამიანი იყო ჩარჩენილი, დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა ამოსაყვანი რომ ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ.
ადამიანი თუ სიტყვაზე დაშავებული ან დამტვრეული იყო ან დაზიანებით და იყო ეპიცენტრში და ვერ გამოგვყავდა, იქ შეიძლება პილოტებს გაერისკათ და მიფრენილიყო და ეს ადამიანი ამოეყვანათ. საერთოდ არ ჩანდა, რაც მიწა ჩამოვიდა, ზევიდან ადამიანი არ ჩანდა, რომ ვინმე შველას ითხოვდა,“ - ამბობს გომელაური.