გამოსაძიებელი არაფერია - გომელაურის პასუხი ოპოზიციას
"აქ გამოსაძიებელი არაფერია," - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა სტიქიის ზონაში გააკეთა.
ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პოზიცია აქვს ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში შოვის სტიქიის გამოკვლევის მიზნით შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
შექმნან, მე ვერ ვეტყვი ან შექმნან ან არა, რაც უნდა ის გააკეთონ, აქ გამოსაძიებელი არაფერია,“ - ამბობს მინისტრი.