ძლიერი აფეთქებების გამო 5-6 ბალიანი მიწისძვრა არის დღეში 3-4-ჯერ - რიკოთთან მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

14.08.23 12:58
ძლიერი აფეთქებების გამო 5-6 ბალიანი მიწისძვრა არის დღეში 3-4-ჯერ - რიკოთთან მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

რიკოთის უღელტეხილთან სახლები ინგრევა - მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქებების გამო სახლებს ბზარები გაუჩნდა და იქ ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის. 

აფეთქებები მიდის ახლა, ცოტა ხნის წინაც იყო ძალიან ძლიერი აფეთქება. ყოველდღიურად თითქმის 5-6 ბალიანი მიწისძვრა არის დღეში 3-4-ჯერ ან მეტჯერაც. ისიც კი არავის უთქვამს, არავის მოუტანია დასკვნა, რომ არაფერი დაგვემართება, არ დავზიანდებით. ყოველდღიურად იმის გვეშინია, რომ გაიხსნება მიწა და გადავვარდებით ან სახლი ჩავარდება. ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს უბანში და მარტო ამით, რომ ვიმსჯელოთ, ესეც კატასტროფაა. აფეთქებისგან აქ გაჩერება არ შეგვიძლია, დაზაფრულები, შეშინებულები ვართ და ვითხოვთ ყურადღებას,“ - ამბობს ადგილობრივი.

ეს გვირაბი გადის სახლების ქვეშ და ისეთი აფეთქება, რომ ინძრევა იატაკი თუ მიწა. ავტობანი გადის და ძლიერი აფეთქების გამო სახლებს გააქვს ზანზარი და პლუს, მიწაც ინძრევა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.