ჩათვალეთ, რომ მე ვიღებდი გადაწყვეტილებას - გომელაური შოვის ტრაგედიაზე

14.08.23 13:05
ჩათვალეთ, რომ მე ვიღებდი გადაწყვეტილებას - გომელაური შოვის ტრაგედიაზე

ვინ დაგეგმა სამაშველო ღონისძიება და ვინ არის პასუხისმგებელი - შს მინისტრი ამბობს, რომ სტიქიის პირველივე წუთიდან სამძებრო-სამაშველო ღონისძიებას ის ხელმძღვანელობდა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო პრემიერიც. 

პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერიც, ყველა ჩართულები ვიყავით. ჩათვალეთ, რომ მე ვიღებდი გადაწყვეტილებას,“ - ამბობს გომელაური.