თავს დამესხა, მაგინდებდა, შემდეგ იყო მუქარები - ქართველი ტიკ-ტოკ ბლოგერი რუსეთის მოქალაქეებს ძალადობაში ამხელს

14.08.23 13:50
თავს დამესხა, მაგინდებდა, შემდეგ იყო მუქარები - ქართველი ტიკ-ტოკ ბლოგერი რუსეთის მოქალაქეებს ძალადობაში ამხელს

ფიზიკური ძალადობა და მუქარა სიცოცხლის მოსპობით? რა მოხდა თბილისის ცენტრში? - ქართველი ტიკ-ტოკ ბლოგერი  რუსეთის მოქალაქეებს ძალადობაში ამხელს. 

გიორგი ბაგიშვილი ამტკიცებს, რომ თბილისში ჩამოსულმა რუსებმა მას ერთი შენიშვნის გამო აგინეს და თავდასხმა სცადეს. ვიდეო სოციალური ქსელით ვირუსულაად არის გავრცელებული, თუმცა ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მას ახლა მუქარის შემცველი შეტყობინებები ერთი მეორის მიყოლებით მისდის.

ამ დრომდე, ოფიციალურად უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძება მომხდართან დაკავშირებით.

შევდიოდი სუპერმარკეტში, სადაც კიბეზე ისხდნენ ეს რუსი გოგონები და მისი მეგობრები და ვთხოვე გაწეულიყვნენ, რადგან არ იყო გასავლელი, ამაზე ძალიან აგრესიულად მითხრეს, შენ ვინ გკითხავსო. ჩავრთე ვიდეო, ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა, შემდეგ დამესხა თავს, ცდილობდა ტელეფონიოს წართმევას, მაგინებდა, მლანძრავდა, შემდეგ მივიღე ძალიან ბევრი რუსისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები, შეურაცმყოფელიც, მათ შორის ჩემს მეგორებსაც წერდნენ.  ერთ-ერთმა მითხრა, რომ ქართველი ქმარი ჰყავს და აუცილებლად მაგებინებდა პასუხს, საგამოძიებო სამსახურებიდან არავინ არ დამკავშირებია. არანაირი რეეაგირება არ მოყოლია". - ამბობს გიორგი ბაგიშვილი.