პრობლემა საზოგადოებაა, რომელიც კობახიძეს ამ უტიფრობას მუდმივად პატიობს - ხუხაშვილი
წარმოუდგენელია, ჯანსაღი ფისიქიკის ადამიანმა ეს იკადროს - გია ხუხაშვილი კობახიძის დაუჯერებელ განცხადებებს " ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პასუხობს.
ხუხაშვილის თქმით, კობახიძეს მუდმივად გასდის მსგავსი განცხადებები, ამიტომაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ პრობლემა საზოგადოებაა, რომელიც კობახიძეს ამ უტიფრობას მუდმივად პატიობს.
ხელისუფლლებას დღეს ამოძრავებს თვითგადარჩენის ინსტიქტი. ამ ცხოველური ინსტიქტიდან გამომდინარე, ისინი მზად არიან ყველაფრისთვის, ანუ ყველაფრის მკადრებლები არიან.
დღეს სრული უტიფრობა იყო, წარმოუდგენელი განცხადებები გააკეთა კობახიძემ. აქამდე ყველაფერი გაუვიდათ, ამას მიჩვეულები არიან. დღეს რაც იკადრა, მან ფაქტობრივად ტყუილში დაადანაშაულა ადამიანები, მათ შორის ბავშვები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ სიკვდილს, დაადანაშაულა ის ოჯახიც, რომელიც ადგილობრივებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს. ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა თურმე.
წარმოუდგენელია, როგორ შეილება ნორმალურმა, ჯანსაღი ფისიქიკის ადამიანმა ეს იკადროს, მაგრამ ფიქრობს, რომ გაუვა. პრობლემა საზოგადოებაა, რომელიც კობახიძეს ამ უტიფრობას მუდმივად პატიობს". - აცხადებს ხუხაშვილი.
რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა? - ასე დააყენაა კითხვის ნიშვნის ქვეშ ირაკლი კობახიძემ ბიძისა და დისშვილის გადარჩენის ისტორია, რომელიც შოვის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მიახლოებას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კობახიძემ გომელაურის გუშინდელი განცხადებების გამართლება დაიწყო და ახალი მესიჯბოქსი ჩამოაყალიბა. მმართვველი პარტიის თავმჯდომარე შოვის ტრატედიიდან 12 დღის თავზე გადაჭრით ამბობს, რომ ტრაგედიის მომენტში მეწყერში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო.