"ოცნება" ან კოლექტიური ფსიქოზის ფაზაში შევიდა, ან ვადამდელ არჩევნებს ჩალიჩობს" - გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:
ქართული ოცნება ან კოლექტიური ფსიქოზის ფაზაში შევიდა, ან ვადამდელ არჩევნებს ჩალიჩობს, ან გუნდში "განხეთქილების" მიზეზს, რაც ახალი ქოცური პოლიტიკური ძალის გაჩენის "ლეგიტიმური" წინაპირობა გახდება.
სხვაგვარი, მეტნაკლებად რაციონალური ახსნა გუშინდელ გომელაურს და დღევანდელ კობახიძეს მე ვერ ვუპოვე.
რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა? - ასე დააყენაა კითხვის ნიშვნის ქვეშ ირაკლი კობახიძემ ბიძისა და დისშვილის გადარჩენის ისტორია, რომელიც შოვის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მიახლოებას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კობახიძემ გომელაურის გუშინდელი განცხადებების გამართლება დაიწყო და ახალი მესიჯბოქსი ჩამოაყალიბა. მმართვველი პარტიის თავმჯდომარე შოვის ტრატედიიდან 12 დღის თავზე გადაჭრით ამბობს, რომ ტრაგედიის მომენტში მეწყერში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო.
გომელაურმა კი განაცხადა, რომ ვერტმფრენებს სამძებრო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ საჭიროება ვერ დაინახა.