დაპირისპირება პარლამენტში - ვაშაძემ ქადაგიშვილს კორუმპირებული უწოდა

31.05.21 17:03
დაპირისპირება პარლამენტში - ვაშაძემ ქადაგიშვილს კორუმპირებული უწოდა

ბიუროს სხდომაზე "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი პარტიის წევრს, ირაკლი ქადაგიშვილს, დაუპირისპირდა.

ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა პარლამენტი ვაშაძის ინიციატივას განიხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმების შემცირების შესახებ.

ვაშაძემ ქადაგიშვილს კორუმპირებული უწოდა. ქადაგიშვილმა კი მას კანონპროექტი დაუწუნა.