აფეთქების შედეგად ბზარები მომატებულია, გვეშინია - რიკოთის უღელტეხილთან მცხოვრებლები
სოფელი ფუთი საფრთხიის წინაშეა - რიკოთის უღელტეხილთან მცხოვრები ხალხი შველას ითხოვს. ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი ბურღების ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქებების გამო სახლები ნგრევის პირასაა და მათი იქ ცხოვრება უკვე საფრთხის შემცველია. რაც შეეხება ოფიციალური პირების პასუხს, ადგილობრივების თქმით, ისინი სახლების დაზიანებას ცუდად აშენებით ხსნიან.
სახლში ბზარებია, ბათქაში გუშინწინ სულ ჩამოვიდა ძირს საძინებლებში და ბავშვებს ეშინია. მარტში, ჭა - 24 მეტრია და სულ გაივსო პირამდე და რომ ვთქვით, დაშალაო თვითონ, მიწა დაიშალაო. 24 მეტრიანი ჭა პირამდე გაივსო, ეს რომ ჩაინგრეს, სახლიც ჩავა. სადაც ვთქვი, აბრალებენ სახლის აშენებას, ყველას გლახად გაქვთ სახლი აშენებული,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამ დილას ისეთი აფეთქება იყო, მე ვთქვი, სადღაც ალბათ, დიდი მანქანით ქვები დაცალეს ან ხრეში, ხრიალ-ხრიალით რომ წამოვიდა, ყოველდღეა ეგ. ამას ჰქვია ცხოვრება და ეგენი ზრუნავენ ხალხზე, არ ზრუნავენ. ეგენი არიან საკუთარი თავისთვის. ესენი რომ ჩაინგრევა, მერე იტყვიან საწყლები - მართლა საწყლები ვართ, იმიტომ, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აფეთქების შედეგად, ნახეთ, რა დღეშია - ნახეთ, როგორი ბზარებია, მომატებულია. ძალიან განსაცდელში ვარ, ყურადღებას არავინ გვაქცევს. გვეშინია, 11 საათიდან რომ არის აფეთქება, 2-3-ჯერ ისეთი ძლიერი არის, რომ გასაქანი არ გვაქვს ხალხს და რა გვეშველება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.