შეიძლება მიწა ჩავარდეს - გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილთან გვირაბის გათხრას ეხმაურება
რამდენად რეალურია ის საფრთხე, რაზეც რიკოთის უღელტეხილთან, სოფელი ფუთში მცხოვრებლები საუბრობენ - სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ადგილობრივების შიშები სიმართლეს შეესაბამება.
რიკოთის უღელტეხილთან ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი ბურღების ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს. გოდოლაძის თქმით, მიწა შეიძლება მართლაც ჩავარდეს.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ იმ გეოლოგიურ პირობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, აბსოლუტურად სწორი შიშებია. შეიძლება მიწა ჩავარდეს. იმ გაცვეთილი, 600 მილიონი წლის, გადამუშავბებულ ქანებში, ტექტონიკურად აღრეულ ქანებში - ვინ უთხრათ და ვინ გასცა რეკომენდაცია, რომ აფეთქებითი სამუშაოები ეწარმოებინათ. უამვრალი ტექნოლოგია არსებობს, რომელიც ძვირია, რატომ დახარჯავს ჩინური კომპანია მეტს. მთლიანად „დაკიდებულია“ ეს ყველაფერი,“ - ამბობს თეა გოდოლაძე.