კობახიძე გამოაგდეს და "გაშავების" ტაქტიკაზე გადავიდნენ, დაზარალებულებს ერჩიან - ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, "ოცნება" შოვში გადარჩენილი ადამიანების "გაშავებაზე" გადავიდა და ამისთვის პარტიის ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "გამოადგეს".
„აიბნენ გზავნილებში, გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: “გაშავება”. ლიტერატურაში ამას ჰქვია - პერსონაჟის მკვლელობა, ანუ თავს ესხმი და აზიანებ პიროვნებას. ხალხის გადარჩენა კი არა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან. გავატაროთ ეს და დავსვათ და დავსვათ კითხვები. ეს ჩვენი ვალია, დღეს მომავალი თაობების წინაშე“, - წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს.