"ოცნების" ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა - ხაზარაძე

14.08.23 17:00
"ოცნების" ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა - ხაზარაძე

"ოცნების" ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა - "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხაზარაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს შოვის ტრაგედიის გამოძიება და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.

"ოცნების" ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა - ქვეყნის რუსული მენტალობის მთავრობა რეალობის დამახინჯებას ცდილობს.
მათი სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდნენ. ეს ბინძური პროპაგანდა, ადამიანების ტყუილით კვება, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ, ამორალური და დანაშაულებრივია.
შოვის ტრაგედიის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.
მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და მოხალისეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების გადარჩენისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ჭირისუფალს. რუსული ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს და ვერ მოგვერევა!"- წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს.

კობახიძემ გომელაურის გუშინდელი განცხადებების გამართლება დაიწყო და ახალი მესიჯბოქსი ჩამოაყალიბა. მმართვველი პარტიის თავმჯდომარე შოვის ტრატედიიდან 12 დღის თავზე გადაჭრით  ამბობს, რომ ტრაგედიის მომენტში მეწყერში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო. 

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კი განაცხადა, რომ ვერტმფრენებს სამძებრო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ საჭიროება ვერ დაინახა.