ვინ არის კობახიძე, რომ რაიმე სთხოვოს საქართველოს დეპუტაციას? - თაკო ჩარკვიანი

31.05.21 17:11
ვინ არის კობახიძე, რომ რაიმე სთხოვოს საქართველოს დეპუტაციას? - თაკო ჩარკვიანი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ულტიმატუმი გაუგებარია „კანონი და სამართლის“ ლიდერისთვის. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს არ აქვს უფლება, რაიმე მოსთხოვოს საქართველოს დეპუტაციას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“. 

ეს იყო ულტიმატუმი. მოსთხოვა ოპოზიციას კანონდარღვევით, რა უფლება აქვს საერთოდ, ვინ არის კობახიძე, რომ რაიმეს სთხოვს საქართველოს დეპუტაციას? მაინტერესებს, ვინ არის ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ მას და ივანიშვილს ახალი ფორმა აქვს ეგზეკუციის საქართველოში? , - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიSელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. 
  

მსგავსი სიახლეები