სხვის სისუსტეზე საუბარს, საკუთარ პატარა კაცობას მიხედეთ - ჩიხლაძე კობახიძეს

14.08.23 18:08
სხვის სისუსტეზე საუბარს, საკუთარ პატარა კაცობას მიხედეთ - ჩიხლაძე კობახიძეს

სხვის სისუსტეზე საუბარს ბატონო ირაკლი კობახიძე, საკუთარ პატარა კაცობას და საკუთარ ბოროტებას მიხედეთ - ასე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, „საკუთარ სისუსტეს აღიარებენ“.

ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში არ დაიხარჯება და მთელ მობილიზებას გადამწყვეტი, 2024 წლის არჩევნებისთვის გააკეთებს.

სხვის სისუსტეზე საუბარს ბატონო ირაკლი კობახიძე, საკუთარ პატარა კაცობას და საკუთარ ბოროტებას მიხედეთ. შევხვდებით გადამწყვეტ 2024 წლის არჩევნებში. გაიმარჯვებს ძლიერი ქართველი ერი, ძლიერი, პროდასავლური ოპოზიცია. აი იქ შევხდებით და მერე დააზომეთ სუსტი და ძლიერი ერთმანეთს. შუალედური არჩევნები, ვიცით, "ქართული ოცნების" პირობებში, როგორი შედეგით დგება. ჩვენ, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ დავიხარჯებით ახლა ამაზე, მთელი ძალების მობილიზება ხდება გადამწყვეტი არჩევნებისთვის". - ამბობს სერგო ჩიხლაძე.