თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი - სარჯველაძე
ირაკლი კობახიძის რიტორიკას ამჯერად "ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე იმეორებს და სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანების სიმართლეში ეჭვი შეაქვს.
თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს - ამბობს სარჯველაძე
სარჯველაძის თქმით, ის, რაც კობახიძემ თქვა, "აბსოლუტურად მართებულია" და ჟურნალისტები ინტერპრეტაციებში დაადანაშაულა.
რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს" - თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.