შოვი დანაშაულის ადგილია, ამიტომ დაიწყო ხელისუფლებამ თავდასხმა გადარჩენილებზე - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, შოვი დანაშაულის ადგილია და სწორედ ამიტომ დაიწყო ხელისუფლებამ თავდასხმა გადარჩენილებზე.
ოპოზიციონერის განცხადებით, დამნაშავეს მოწმეები არ უყვარს, რადგან მათი ეშინია.
შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა.
შოვი არის დანაშაულის ადგილი!
ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე. დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი!
კი, უნდა გეშინოდეთ". - წერს ანა ნაცვლიშვილი
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.