კობახიძემ დღეს ტრაგედიის ეპიცენტრში ხელახლა დაანთო ხანძარი და თავზარი დასცა დაზარალებულებს - ბესელია

14.08.23 18:41
კობახიძემ დღეს ტრაგედიის ეპიცენტრში ხელახლა დაანთო ხანძარი და თავზარი დასცა დაზარალებულებს - ბესელია

კობახიძემ დღეს ტრაგედიის ეპიცენტრში ხელახლა დაანთო ხანძარი და თავზარი დასცა დაზარალებულებს - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბესელიას თქმით, პრობლემა არის ის, ვინც კობახიძეს ასე უშვებს ამ არეალში სალაპარაკოდ.

კობახიძის დღევანდელმა და ბოლოდროინდელმა განცხადებებმა თავზარი კიდევ ერთხელ დასცა ამ დაზარალებულებს. მე ამ ადამიანისგან არაფერი არ მიკვირს, დიდი ხანია ამ ხანძარს აჩენს ქვეყანაში და ყველგან და დღეს ამ ტრაგედიის ზონაშიც ხელახლა დაანთო ეს ხანძარი. ეს ამით არის დაკავებული. მაგრამ მარტო კობახიძე ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, ვინც კობახიძეს ასე უშვებს ამ არეალში სალაპარაკოდ. დღეს უკვე გადაწვდა იმ მთავარ ადამიანებს, ცოცხლად გადარჩენილ მოწმეებს, რომელთა დაკითხვის საფუძველზეც რეალური ობიექტური სურათი უნდა შეიქმნას. მორალურ, ადამიანურ, პოლიტიკურ დონეზე, ეს არის წარმოუდგენელი განცხადებები". - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა. 

მსგავსი სიახლეები