ხალხი, ვინც შოვში სიკვდილს თვალებში უყურებდა, დღეს ხელისუფლებამ მატყუარებად გამოაცხადა

14.08.23 20:01
ხალხი, ვინც შოვში სიკვდილს თვალებში უყურებდა, დღეს ხელისუფლებამ მატყუარებად გამოაცხადა

 

 

შოვში გადარჩენილები შოკიდან ვერ გამოდიან. დაამცირეს და მატყუარები ეძახეს. ის, ვინც სიკვდილს რამდენიმე საათის განმავლობაში მარტო  ებრძოდა, საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენას ცდილობდა, დღეს ირაკლი კობახიძის შურაცხყოფებს ისმენდა. სოციალურ ქსელში პოსტი-პოსტზე იწერებოდა. ადრესატი "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეა. "გადარჩენა დაგვამადლეს", "ეს რა თქვი, რა ადამიანი ხარ"  - ამას ის ხალხი წერს, ვინც 12 დღის წინ სიკვდილს თვალებში უყურებდა, დღეს კი ხელისუფლებამ  მატყუარებად გამოაცხადა. 

ასეთ განცხადებას არავინ ელოდა. "ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ სამი საათი ღვარცოფში გზას ვერავინ გაიკვლევდა და ვინც ამას ამბობს, იტყუება. ანუ ის უმძიმესი ისტორიები, რომელსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება გადარჩენილებისგან ისმენდა, ტყუილი ყოფილა. შოვის ტრაგედია გამოვლილები დღეს ემოციებს ვერ იკავებდნენ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ერთხელ მაინც მოეკითხა სასწაულებრივად გადარჩენილი ხალხი, დღეს მათი დამცირება გადაწყვიტა.

ირაკლი კობახიძის სკანდალური პასუხი "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითვაას მოჰყვა - დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები