თურმე, ვერტმფრენებს ღამით ფრენაც შეუძლიათ - გომელაური კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული
შს მინისტრს დღეს თავი მართლების დღე ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. დღეს გავიგეთ, რომ ვერტმფრენებს ღამით ფრენაც შეუძლიათ. უბრალოდ ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ზედმეტი რისკის გაღება. ეს იმ დროს, როდესაც ათეულობით ადამიანი შოვის სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ელოდა. გომელაური ირწმუნება, რომ დაზიანებული არავინ იყო, ვისაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა. ამიტომ ვერტფრენებით და დრონებით ხალხი დაათვალიერეს და გათენებას დაელოდნენ.
ის ხალხი კი, ვინც სტიქიას გადაურჩა და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოაირა, მთელი ღამე ელოდა ევაკუაციას. 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგ 25-ე გარდაცვლილის ცხედარს მიაგნეს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ დაუდგენელია. 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სოფელში ჩამოწოლილი მიწის 60 პროცენტი უკვე შემოწმებულია. სულ სამძებრო სამუშაოები თითქმის 55 კილომეტრიან რადიუსში მიმდინარეობს.
ვითარება შოვში - ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.