კოშმარად გადაქცეული პარკინგი - როგორ გაუხადა კალაძემ თბილისელებს სანატრელი სითი პარკი
როგორ გაუხადა კახი კალაძემ თბილისელებს სანატრელი სითი პარკი. პარკინგი დედაქალაქში მძღოლების ნამდვილ კოშმარად იქცა. თბილისის მერიამ ჯერ ჯარიმები გაახუთმაგა პარკირების წესების დარღვევაზე, ახლა კი რადიკალურ ზომებზე გადავიდა. ელემენტარული გადაცდომისთვის ავტომობილები საჯარიმო სადგომებზე გადაყავთ. ავტომობილების დაბრუნება კი მფლობელებს უკვე გაცილებით ძვირი უჯდებათ.
საუბარია საპარკინგე ხაზის მცირე დარღვევაზეც. არადა კანონის თანახმად ავტომანქანა ევაკუაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარება, თუ ის გაადაგილებას უზღუდავს სხვა მანქანებს ან ფეხით მოსარულეებს. სხვა შემთხვევისთვის არსებობს ჯარიმა. თუმცა, როგორც ჩანს, 50 ლარიანი ჯარიმები მერიისთვის საკმარისი არ არის და შემოსავლების გაზრდა ისევ თბილისელების ხარჯზე გადაწყვიტა.
დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.