კორუმპირებული... რატომ აძლევთ უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? - კინზინგერი ღარიბაშვილზე
კორუმპირებული - ასე ეხმაურება ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინური ტელევიზიიისთვის მიცემულ ინტერვიუს.
"ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერმინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? კორუმპირებული", - წერს ყოფილი კონგრესმენი.
11 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინი სამაგალითო ლიდერად და ბრძენ ადამიანად მოიხსენია.