ერთკაციანი შუალედური არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - "ოცნების" კანდიდატებს კონკურენტები არ ეყოლებათ

14.08.23 20:38
ერთკაციანი შუალედური არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - "ოცნების" კანდიდატებს კონკურენტები არ ეყოლებათ

 

 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი შუალედური არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.  ირაკლი კობახიძემ უკვე წარადგინა კანდიდატები,  ვინც  კასპში მაჟორიტარობისთვის, გურჯაანში კი მერობისთის იბრძოლებენ. თუმცა ბრძოლა გადაჭარბებული ნათქვამია.

მმართველი პარტიის კანდიდატებს კონკურენტები არ ეყოლებათ.  არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს შუალედურ არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს,რომ ერთ კაციანი არჩევნები სამივე ოლქში ოცნების გარანტირებული გამარჯვებით დასრულდება. კობახიძე ფიქრობს, რომ არჩვენბზე უარის თქმით, ოპონენტები საკუთარ სისუსტეს აღიარებენ.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები