5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით - მღებრიშვილი

14.08.23 20:15
5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით - მღებრიშვილი

5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დილით მიწის მასის 25-26% იყო დარჩენილი გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა და ხვალ დილით ზუსტი ციფრი გვეცოდინება“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ამ დროის მონაცემებით, სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს.