ვისურვებდი, რომ ,,ენმ" მაინც პარლამენტს გარეთ მენახა - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლით უკმაყოფილოა. ბურჯანაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი ოპოზოციური პარტიის გარეთ დარჩენით სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევა უფრო რეალური იყო. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ულტიმატუმით გაცხადდა, რომ ,,ენმ" პარლამენტში ვერაფერს შეცვლის.
პარლამენტში შელაგებამ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რა თქმა უნდა, დაუვიწროვა სფერო მოქმედებისა გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს. მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მცირე არჩევანი დარჩა, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ისინი მაინც პარლამენტს გარეთ მენახა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობითაც კი პარლამენტში არაფერი შეიცვლება. ეს დაგვანახა კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.