ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის ბულვარში - კლუბის დაცვამ სტუმრებს სცემა
ფიზიკური დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ბათუმში - ბულვარის ტერიტორიაზე ღამის კლუბის სტუმრებს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს.
საქმის ოქროს მოწმე ახალგაზრდა ქალია, გოგონა, რომელმაც ინციდენტის ამსახველი კადრები გადაიღო. მისივე მტკიცებით, შემთხვევა "სექტორ 26"-ში მოხდა. ერთმანეთს ჯერ ახალგაზრდა ბიჭები დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი დაპირისპირებული მხარეები დაცვის სამსახურმა გარეთ გაყარა და ცემა.
მარიამ გოგაშვილის ინფორმაციით, მოძალადე დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს და გადაღებული მასალის წაშლას აიძულებდნენ. უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.
მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ერთ-ერთი ბიჭი გაიყვანა დაცვამ, ოღონდ ძალის გამოყენებით და რომ დავინახე, რომ ამ ბიჭის უფლებები ირღვეოდა და თან დაცვა მოქმედებდა ძალის გამოყენებით, გადავწყვიტე, რომ გადამეღო ვიდეო. მეუბნებიან და მთხოვენ, რომ ის ვიდეო, რომელიც გადაიღე წაშალეო,“ - ამბობს გოგაშვილი.